1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

269
0

თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

საკრებულოს კვლავ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. ზურაბ აბაშიძე საკრებულოს თავმჯდომარედ 45 ხმით სამის წინააღმდეგ აირჩიეს.

წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოსაც ზურაბ აბაშიძე ხელმძღვანელობდა.

საკრებულოს პირველ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. კერძოდ, „გირჩის“ ორი წევრი, გიორგი გვენეტაძე და დავით ფანჯიკიძე, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ორი წევრი – ვახტანგ სურგულაძე,  ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ ერთი წევრი, გიორგი ქარდავა.