სუროგაციასთან ერთად, უცხოეთის მოქალაქეებისთვის ინვიტრო განაყოფიერებაც იკრძალება
მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, დონორებსა და სუროგატებს თანხის მიიღება აეკრძალებათ, ისინი მხოლოდ პროცესთან დაკავშირებულ კომპენსაციას მიიღებენ – ინფორმაცია მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით:
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინვიტრო განაყოფიერების მეთოდით შვილის გაჩენა.
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სუროგაციის უფლება. ანუ, მთლიანად იკეტება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე და არა როგორც აქამდე იყო. ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ სხვადასხვა პრობლემას აჩენდა, იგივე, ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო.
კანონშივეა ჩანაწერი, რომ ქვეყანაში ამ ტიპის ყველანაირი რეკლამა იკრძალება. ხშირად შეგხვედრიათ ალბათ სხვადასხვა შეთავაზება და რეკლამები სუროგაციასთან დაკავშირებული, ან ინვიტრო განაყოფიერებასთან, ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა“