1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სულის მოთქმას” ცდილობს – ის მზად იყო ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და ბაგა-ბაღები-ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის “ზავზე”
“სულის მოთქმას” ცდილობს – ის მზად იყო ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და ბაგა-ბაღები-ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის “ზავზე”

“სულის მოთქმას” ცდილობს – ის მზად იყო ახალ წელს დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და ბაგა-ბაღები-ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინის “ზავზე”

193
0

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთს დროებითი ზავის წინადადებით დროის მოგება და ძალების გადაჯგუფება სურს. აღნიშნულის შესახებ ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 

„მე არ ვარ მოწადინებული, ვუპასუხო რაიმეს, რასაც პუტინი ამბობს. ის მზად იყო, დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და ეკლესიები 25 დეკემბერს და ახალ წელსაც კი. მსურს, ვთქვა, რომ პუტინი, უბრალოდ, ჟანგბადის პოვნას ცდილობს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24:00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი. კიევში პუტინის შეთავზებას თვალთმაქცობა უწოდეს.