1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

1.06K
0

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, ცხედარი აღმოჩენილია ონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ღართან, რომელიც სტიქიის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით არის მოშორებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიის შედეგად დაკარგული 6 პირის ძებნას აგრძელებს.