სტიქიის შედეგად დაღუპულთა მოსახსენებლად, დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში პანაშვიდს გადაიხდიან – საპატრიარქო
367
0
საქართველოს საპატრიარქო რაჭაში, კერძოდ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ნათქვამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში ტრაგიკულად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად პანაშვიდი იქნება გადახდილი.
„რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.