1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან – პოლიციამ სამი პირი დააჯარიმა
სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან – პოლიციამ სამი პირი დააჯარიმა

სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან – პოლიციამ სამი პირი დააჯარიმა

471
0

ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები, მონაწილე პირები პოლიციამ დააჯარიმა.

ამის შესახებ შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები.

გავრცელებული ვიდეოკადრები, აღნიშნული მედიასაშუალების ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მიაწოდა. სამართალდამცველებმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს ფაქტის შესწავლა. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა სამართალდამრღვევი პირების დადგენა და მათი დაჯარიმება.

კერძოდ: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით (საავარიო სიტუაციის შექმნა) დაჯარიმდა კადრებში ასახული ავტომობილის მძღოლი, ხოლო ამავე კოდექსის 181-3 მუხლის მიხედვით (გაზის აირის ან აკუსტიკური იარაღის ტარების წესების დარღვევა) დაჯარიმდა 2 პირი. პოლიციამ სამართალდამრღვევი პირებისგან ორი ხმოვანი პისტოლეტი ამოიღო”, – აღნიშნულია განცხადებაში.