1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სპეკულაციაა, რომ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ერთადერთი ფორმულაა -ნიკა გვარამია
სპეკულაციაა, რომ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ერთადერთი ფორმულაა -ნიკა გვარამია

სპეკულაციაა, რომ ერთიანი საარჩევნო სია გამარჯვების ერთადერთი ფორმულაა -ნიკა გვარამია

126
0

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებით,  სპეკულაციაა, რომ ერთიანი საარჩევნო სია არის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა.

მისი თქმით,  თუ დარწმუნდებიან, რომ ეს არის ერთადერთი და უალტერნატიოვო გზა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ მიზანზე უარს არ იტყვიან.

„ერთიან საარჩევნო სიაზე არა ჩვენს პარტიას არ უთქვამს. ჩვენ გამოვთქვამთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რამდენად არის ეს გამარჯვების ფორმულა. ეს თუ აღმოჩნდება ერადერთი, უალტერნატივო და ყველაზე ეფექტიანი გზა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ჩვენ არ ვაპირებთ, ამ მიზანზე უარის თქმას. დღეის მდგომარეობით, ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რომ ეს არის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა, ამიტომ, ჩვენ ამ სპეკულაციას ვერ ავყვებით. ჩვენ ვმუშაობთ და მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით, გადაწყვეტილებას მივიღებთ ძალიან რაციონალურად, ციფრებზე დაყრდნობით, არავითარი ემოციური ფონი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და არა რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენთვის ამ წუთში გაუგებარია, რით არის ნაკარნახები.

ცალკეული ჯგუფების, პარტიების, ამ ადამიანების მოსაზრებას მხოლოდ ემოციაზე და მათ პოლიტიკურ ანალიზზე, ჩვენი აზრით, მცდარ ანალიზზე დაფუძნებულს, რომ ყველა ერთად, ერთ კალათში უნდა ვიყოთ ამ წუთში, არ ვეთანხმებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გამყარებული არცერთი რაციონალური წინაპირობით. ამ ეტაპისთვის „ახალი“ არის პარტია, რომელიც მუშაობს ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ჩვენი რეიტინგი არის უპრეცედენტოდ მაღალი დამწყები პარტიისთვის. ის არის ორნიშნა, ძალიან მალე „ახალი“ გახდება ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.