“სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა”-აშშ-ს საელჩო
სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
„ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დიდება გმირებს!“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მაიკ გოლდუოთერის ფოტო | Photo by Mike Goldwate
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ბრძოლას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 300 ათასი დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.