1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სიბიგა: მომდევნო დღეები გვიჩვენებს, არის თუ არა რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი
სიბიგა: მომდევნო დღეები გვიჩვენებს, არის თუ არა რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი

სიბიგა: მომდევნო დღეები გვიჩვენებს, არის თუ არა რუსეთი მშვიდობის მიმართ სერიოზულად განწყობილი

444
0

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ ფონზე უკრაინა კვლავ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა

სიბიგამ აღნიშნა, რომ 19-20 აპრილის განმავლობაში რუსეთმა მართლაც შეამცირა სამხედრო აქტივობა, მაგრამ  უკრაინის პოზიციებზე შეტევას აგრძელებს, რაზეც უკრაინა სარკისებურად რეაგირებს.  

„თუმცა, მთავარი საკითხი ის არის, რომ გუშინ უკრაინამ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება შუაღამის შემდეგ. ჩვენ მზად ვართ 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი კიევის წინადადებაზე.

„რუსეთის ქმედებები შუაღამის შემდეგ, ხვალ და კვირის განმავლობაში გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადების მიმართ. ის გვაჩვენებს, რუსეთი სერიოზულად უყურებს მშვიდობას, თუ პუტინის გუშინდელი განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, – დაასკვნა სიბიგამ.