1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა მელია სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს
შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა მელია სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა მელია სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს

463
0

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს“,- განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.