1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს -ირაკლი კობახიძე
შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

481
0

შენ გიწევს რიგში დგომა, ან არდგომა ვიზასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური საკითხია, სტაბილურობა თუ არ გვექნა ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი, გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯორდანო ბრუნოს მსგავსად, უნდათ კოცონზე დაწვან საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, რადგან კაცი კაცია და ქალი ქალი.

„გვთხოვენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად. მე მახსოვს, ევროპის შუა საუკუნეების ისტორია როცა ვისწავლეთ, მაშინ იყო ინკვიზიცია და ადამიანებს წვავდნენ. გუშინ ბატონი შალვაც იხსენებდა ამ ყველაფერს. ადამიანებს წვავდნენ ევროპაში განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს, რადგან ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას და დღეს ადამიანებს წვავენ, რადგან მიაჩნიათ რომ კაცი კაცია და ქალი ქალია.

მოდით ვნახოთ, ჯერ რა წერია ამ კანონში და რატომ არის მოთხოვნა ინკვიზიციური თავის შინაარსით. ჯორდანო ბრუნოს ისტორია მეორდება, ცოტა განსხვავებული ფორმით, რადგან 21-ე საუკუნეა. ჩვენ ვაცხადებთ ჯიუტად, რომ კაცი კაცია, ის მაინც ბრუნავს და ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ჩვენ ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს. ასე ვთქვათ, კოცონზე უნდა დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. რა წერია ამ კანონში, მარტივად გავყვეთ. სულ არის 6-7 პუნქტი, ზუსტად არ მახსოვს. წერია მაგალითად ის, რომ არ შეიძლება კონკრეტული მამაკაცი მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და მოითხოვოს პირადობის მოწმობაში მდედრობითი სქესის ჩაწერა. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. როგორ შეიძლება მე მივიდე სამოქალაქო რეესტრში და მოვითხოვო, რომ ვარ ქალი, ამის ჩაწერა, ამის დაფიქსირება. ვენეციის კომისიასაც მიაჩნია, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ხომ სირცხვილია. გეუბნებიან რას, რომ რუსუდან დუმბაძე შეიძლება მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და თუ მოითხოვს, რომ მისი სქესის შესახებ ჩანაწერი გადაკეთდეს მამაკაცად, თქვენი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ თუ რუსუდან დუმბაძეს ამ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, ეს არის მისი, ადამიანის უფლებების დარღვევა. ეს ხომ სირცხვილია. ინკვიზიციაზე უარესი უბედურება ხომ არის ეს?! ეს ხომ არის ევროპის თავზე დამტყდარი უბედურება.

ახლა მეორე რას ითხოვს, ეგეც გავიაროთ. ერთნაირსქესიანი პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება. ამასაც ითხოვს. აი სადამდე ჩავიდა ევროპული ბიუროკრატიის აზროვნება და გეუბნებიან, რომ ეს თუ არ არის დაშვებული შენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. ჩვენ კანონში საუბარია იმაზე, რომ არ უნდა აიყვანოს ერთნაირსქესიანმა წყვილმა შვილად არასრულწლოვანი. ამაზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. მე უბრალოდ იმის ჩვენება მინდა, თუ რა დონემდე არის დასული ევროპული ბიუროკრატიის აზროვნება სწორედ „დიფ სტეიტის“, გლობალური ომის პარტიის გავლენით“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ უვიზო მიმოსვლის მექანიზმი არ იყოს შეჩერებული, კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არიან ყველასთან შესახვედრად.

„ვართ მზად ყველასთან შესახვედრად. ახლა მეორე მოთხოვნაზე გადავიდეთ, გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება. ჩვენ თავის დროზე, როცა ვიღებდით გამჭვირვალობის კანონს, ღიად ვაცხადებდით, რომ მათ შორის დასავლური წყაროებიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესების, ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის, პოლიციაზე თავდასხმის დაფინანსება. ეს ყველაფერი ხომ მერე გაცხადდა. მათ შორის ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ USAID-ის და Ned-ის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ერთ-ერთი იყო საქართველო, ფინანსდებოდა ასეთი პროცესები. მთელი ყალბი კამპანია აწარმოეს, რომ თითქოს ეს იყო საშინელი კანონი და არქვეს რუსული კანონი და ა.შ. ამ დროს ამერიკის ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ რეალურად სწორედ ის პროცესები წარიმართებოდა USAID-ის, Ned-ის და სხვა ფონდების მეშვეობით, მათ შორის EED-ი და ა.შ, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. თურმე ეს კანონი ყოფილა აუცილებელზე აუცილებელი. რა მნიშვნელობა აქვს ამერიკელი გაგიკეთებს ამას, ევროპელი, რუსი, თუ იაპონელი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვიზასთან დაკავშირებით რიგში დგომა არაეგზისტენციალური საკითხია.

„ვიღაც როდესაც ცდილობს, გარედან შელახოს შენი სუვერენიტეტი, აგირიოს ქვეყანა, ხელოვნურად გააღვივოს სიძულვილი და როცა ამას უპირისპირებ გამჭვირვალობის კანონს, ეს ხომ ლეგიტიმური მოვლენაა. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენიტეტია, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის დაცვაზე. დავუშვათ, რომ მართლა გვიუქმებენ ამ უვიზო რეჟიმს. რა დგას სასწორზე – ერთ მხარეს არის რა, ტექნიკური საკითხია, რომ შენ რიგში გიწევს დგომა, ან არ დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ეს არის არაეგზისტენციალური საკითხი ადამიანისთვის. სამედიცინო დახმარება თუ გინდა კონკრეტული მიმართულებით მიიღო მაღალი ხარისხით, სხვა ქვეყნებიც არის, ეს ცარიელი თითიდან გამოწოვილი ამბავია, ეს არის სპეკულაცია. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი. შენ გიწევს რიგში დგომა, ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით. ახლა რა არის ეგზისტენციური საკითხები – ეს არის მაგალითად მშვიდობა, სტაბილურობა, პირველი საკითხი. გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, „ფარას“ კანონი, სამივე კანონი არის მიმართული სტაბილურობის დაცვისკენ. სტაბილურობა თუ არ გვექნება ქვეყანაში, გინდა უვიზოდ წადი მერე სხვა ქვეყანაში და გინდა ვიზით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს კანონები არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის დაცვისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.