1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შავი ზღვის ინიციატივა ვერ იფუნქციონირებს, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა – ლავროვი
შავი ზღვის ინიციატივა ვერ იფუნქციონირებს, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა – ლავროვი

შავი ზღვის ინიციატივა ვერ იფუნქციონირებს, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა – ლავროვი

381
0

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, „შავი ზღვის ინიციატივა“ ვერ იფუნქციონირებს, თუ რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი კვლავ იმ ფაზაში დარჩება, როგორშიც ახლაა.

„ყველაფერი თუ ისე დარჩება, როგორცაა, და როგორც ჩანს, ასეც იქნება, მაშინ იქიდან უნდა ამოვიდეთ, რომ ეს ინიციატივა აღარ იფუნქციონირებს“, – აცხადებს ლავროვი.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოეწერა ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაერო-ს წარმომადგენლების მიერ, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სასუქის გატანას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების მეორე ნაწილი რუსეთსა და გაერო-ს შორის სამწლიან მემორანდუმს წარმოადგენს. მის ფარგლებში უნდა განხორციელდეს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სასუქის ექსპორტიც და „როსსელხოზბანკი“ კვლავ ჩაერთოს „სვიფტის“ საგადასახადო პროგრამაში. თუმცა, რუსეთში აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ეს ნაწილი ამ დრომდე არ სრულდება.