1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: როდესაც მიზანი არის პოლიტიკური ზეწოლა, იარაღად შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს გამოყენებული. ვნახეთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსი იარაღად
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: როდესაც მიზანი არის პოლიტიკური ზეწოლა, იარაღად შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს გამოყენებული. ვნახეთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსი იარაღად

შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: როდესაც მიზანი არის პოლიტიკური ზეწოლა, იარაღად შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს გამოყენებული. ვნახეთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსი იარაღად

58
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს.

მისივე თქმით, ბრიუსელმა კანდიდატის სტატუსიც მსგავსი ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენა.

“როცა არ უნდა ადამიანს, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს, – როდესაც მიზანი არის პოლიტიკური ზეწოლა, იქ იარაღად შეიძლება სხვადასხვა რამე იყოს გამოყენებული. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსი იარაღად. 2022 წლის ივნისში არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ვერავინ ვერ ახსნა რატომ. იმავე წლის ოქტომბერში ანგარიში დადო კომისიამ, სადაც ვიყავით ლიდერი მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, თუმცა ჩვენ იქამდე არ გვქონდა. რატომ არ მოგვცეს? პასუხი იყო მარტივი – ეს იყო ზეწოლის ინსტრუმენტი, რომ საქართველო წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, არანაირი სხვა ფორმალური მიზეზი არ არსებობდა.

შემდეგ, [იგივე მოხდა] მოლაპარაკებებზე, ასე ხდება ინსტრუმენტირება. ამიტომ ვამბობთ, რომ ბრიუსელი სცილდება ევროკავშირის ღირებულებებს და იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რომელზეც აწყობილია ევროკავშირი და ბრიუსელიდან არის მცდელობა, რომ ეს ინსტრუმენტები რახან არის, გამოიყენონ ზეწოლისთვის,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.