
შალვა პაპუაშვილი: დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია, მისი საჯარო განცხადებებით სრულად ეთანხმება იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით
დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია, მისი საჯარო განცხადებებით სრულად ეთანხმება იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე საუბრისას.
„თავად ამხელს, რომ ამერიკელების ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, თავად ადმინისტრაციამ დახურა USAID-ი. ჩვენ ამ ორგანიზაციის კრიტიკის გამო გვესხმოდნენ თავს და არა თუ კრიტიკა, თაღლითი უწოდეს და დახურეს ეს ორგანიზაცია. როცა ჩვენ ვსაუბრობდით „დიფ სთითზე“ ომის პარტიის სახით, დღეს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი საუბრობს „დიფ სთითზე“.
ამის ფონზე გასაკვირია, რომ ჯერ-ჯერობით რაიმე ქმედითი საპასუხო ნაბიჯი ჩვენ შეთავაზებაზე არ ჩანს. კერძოდ ჩვენი შეთავაზება არის ასევე ცხადი და კეთილსინდისიერი. ის, რაც გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, უნდა აღვადგინოთ პრეზიდენტ ტრამპის პირობებში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.