1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. სეულში გადაუღებელ წვიმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
სეულში გადაუღებელ წვიმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

სეულში გადაუღებელ წვიმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

270
0

გადაუღებელ წვიმას სამხრეთ კორეის დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია შვიდი ადამიანი, კიდევ 14 დაშავდა, ექვსი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. სტიქიის გამო ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სტიქიის შედეგად დაღუპულების უმეტესობა ნახევრადსარდაფის ტიპის სახლების მცხოვრებლები არიან, მათ შორის არის 13 წლის გოგონა.

 სტიქიის გამო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ისინი სკოლებში გახსნილ თავშესაფრებს აფარებენ თავს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა.

მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.