1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია

351
0

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.

ადგილზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმოს.

პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული. სტუდენტები აცხადებენ, რომ არხის საშუალებით, შალუტაშვილი „ტყუილებს საუბრობს“, ამიტომ, ითხოვენ, სტუდენტების ერთი წარმომადგენელი ეთერში მიიწვიონ.