1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასროლეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე
სასროლეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე

სასროლეთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე

237
0
თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
 
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.