1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

99
0

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სხდომის დასახურად პროკურატურის არგუმენტი ამ საქმეში მოწმეთა შორის სუს-ის თანამშრომლების ყოფნა და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვა იყო. ახალაიას თქმით კი, სუს-ის წარმომადგენლები მას ემუქრებოდნენ, ამიტომ სხდომა არ უნდა დახურულიყო. სხდომის დახურვის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი დატოვა.

სასამართლოში იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა. მოსამართლის განმარტებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მას ამ საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვს თუ მოწმის.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.