1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოში ჩატარებულმა ღვინის საერთაშორისო კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა”-ბრიტანული გამოცემა The Buyer
“საქართველოში ჩატარებულმა ღვინის საერთაშორისო კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა”-ბრიტანული გამოცემა The Buyer

“საქართველოში ჩატარებულმა ღვინის საერთაშორისო კონკურსმა ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა”-ბრიტანული გამოცემა The Buyer

154
0

საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსის წლევანდელმა შედეგებმა ნათლად აჩვენა, ბოლო წლებში რამდენად სწრაფად და შორს წავიდა ქვეყანა როგორც ღვინის ხარისხის ამაღლების, ისე მეღვინეობის მრავალფეროვნებითა და მასშტაბით, – ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია გავლენიანი ბრიტანული მედიაგამოცემის, The Buyer სტატიაში, რომლის ავტორი ღვინის მწერალი სანი ჰოჯია.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სანი ჰოჯი ახლა ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის, IWSC Georgia 2025-ის შედეგებს აჯამებს.

„სანი ჰოჯი გავლენიან ბრიტანელ ღვინის სპეციალისტთაგან ერთ-ერთია, ვინც, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, კონკურსში მონაწილე ღვინოები შეაფასა. ის არის ლონდონის ღვინის ბარების, Diogenes the Dog-ისა და Aspen & Meursault-ის დამფუძნებელი. მისი წიგნი ღვინის მეცნიერების შესახებ – The Cynics Guide to Wine – 2025 წლის აპრილში გამოიცა.

„საქართველო წარმოადგენს სამყაროთა გადაკვეთას, ის ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ხოლო მისი სამზარეულოსა და ღვინის კულტურა ძველი და ახალი სამყაროს ტრადიციათა საუკეთესო ელემენტებს აერთიანებს”, – აღნიშნულია სტატიაში.

ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში 2022 წლიდან ტარდება. კონკურსის ოფიციალური პარტნიორი – გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ხოლო მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა.

2025 წელს კონკურსი ქალაქ ბათუმში გაიმართა. კონკურსს IWSC-ის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. WSC Georgia 2025-ის კონკურსის შედეგების მიხედვით, ღვინის კატეგორიაში გაიცა 30 ოქროს, 119 ვერცხლისა და 113 ბრინჯაოს მედალი ხოლო ქართულმა სპირტიანმა სასმელებმა დამატებით მოიპოვეს 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.