საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
682
0
ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.