1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
 საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

 საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა

318
0

საქართველოს ეროვნული ნაკრები ძიუდოში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრში იტალიის ნაკრებთან მერვედფინალში 3-4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ლაშა შავდათუაშვილი (+73 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (+90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (-70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).

საკუთარი ორთაბრძოლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ, თუმცა ეს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩანდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში ისტორიაში პირველად იღებდა მონაწილეობას.