1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული – ალექსანდრე წულაძე
საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული – ალექსანდრე წულაძე

საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული – ალექსანდრე წულაძე

148
0

საქართველოს განათლების მინისტრმა ქვეყნის რეგიონებში დიდთოვლობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც ის ამჟამად შეჩერებბულია, მხოლოდ მონიტორინგის შემდეგ აღდგება.

„საქართველოს მასშტაბით ჯამში დაახლოებით 800-მდე სკოლაში არის დღეს სასწავლო პროცესი შეჩერებული. მას შემდეგ, რაც გაიხსნება გზები და შესაძლებელი იქნება თითოეულ სკოლასთან მისვლა, აუცილებლად ჩავატარებთ ყველა სკოლის მონიტორინგს და მხოლოდ ამის შემდეგ დავრთავთ იქ სასწავლო პროცესის გაგრძელების ნებას. მეორეს მხრივ, სკოლასთან, მშობლებთან ერთად, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით გადაწყდება, თუ როგორ აღდგეს ეს გაცდენილი საათები”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.