1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

59
0

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა.

ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, მეორე ტურში მონაწილე თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1 366.

მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა.

„მადლობა ყველა ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ მივიღე საკმაოდ დიდი ნდობა და მეძლევა საშუალება, ჩემს საყვარელ პროფესიას ვემსახურო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ჩვენ, თითოეული ადვოკატი ვართ ერთი დიდი ოჯახი. მე აქ ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ ყველანი ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ადვოკატს, მზად ვარ, ვემსახურო პროფესიას”, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

ცნობისთვის, 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური გაიმართა, რომელშიც 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ხმათა უმრავლესობა 2-მა ადვოკატმა, ირაკლი ყანდაშვილმა და ირაკლი ჩომახაშვილმა მოაგროვეს. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა – 1109.

2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

ამასთან, 14 დეკემბერს ასოციაციაში გამართულ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.