
საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს -ევროპარლამენტი
455
0
საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის ავტორიტარულ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე.
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, ვიდრე მისი ხელისუფლება არ შეცვლის თავის ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ აღიარებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ მისი გზა ევროკავშირისკენ ფაქტობრივად შეჩერებულია სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე“, – წერს ევროპარლამენტი.