1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან – სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან – სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან – სალომე ზურაბიშვილი

193
0

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა LCI-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031 თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, „big bangs“, როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება [შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი]. ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, „ძალიან საინტერესოა, რომ მივიღეთ თანხმობა – რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც კიდევ უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის მიერ“.

„მაშინვე ჩატარდა გამოკითხვა ამ საკითხზე საქართველოში, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 80%-იდან 85%-მდე გაიზარდა, აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა, როდესაც მათ ეკითხებიან რატომ? ამბობს, რომ უსაფრთხოებისათვის, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარ გაბედავს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.