საქართველო: პროტესტი ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ – Jungle.world
გერმანულ გამოცემა Jungle.world-ში გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „საქართველო: პროტესტი ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ“ (ავტორი – ერიკ ლი, ამერიკელი ჟურნალისტი და მკვლევარი, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იმის გასაგებად, თუ რა ხდება ამჟამად საქართველოში, ჯერ რუსეთს უნდა შევხედოთ და გავიგოთ, იქ რა ხდება. ხოლო რუსეთის მოვლნების გასაგებად კარგი იქნებოდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის სტატიები წაგვეკითხა, რომლებიც 1952 წელს აშშ-ში გამოქვეყნნდა, გაგანია ცივი ომის პერიოდში, საერთო სათაურით „რუსული საფრთხე ევროპისათვის“ (The Russian Menace to Europe), რომელთა შესავალში ყურადღება ეთმობა თეზისს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთვარ მიზანია მსოფლიო ბატონობა“. მარქსი და ენგელსი ამტკიცებდნენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს რუსეთს – მეფე-იმპერატორი თუ მომავალში სხვა ვინმე, მეფის დამხობის შემდეგ. „რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ერთნაირია“, – ამტკიცებდნენ „კომუნისტური პარტიის მანიფესტისა“ და „კაპიტალის“ ავტორები.
მარქსი და ენგელსი, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ, დაინახავდნენ, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევნ რუსეთის მცდელობას „მსოფლიო ბატონობისათვის“ დემოკრატიულ საქართველოში, სადაც ქუჩებში უამრავი ხალხია გამოსული. საქართველოს მთავრობა, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი, ამტკიცებს, რომ ქვეყნის პოლიტიკაში რუსეთის არანაირი ჩარევა არ ხდება, პირიქით, საქართველოს მომავალი გზის განსაზღვრაში სწორედ აშშ და ევროკავშირი ერევიან. ხელისუფლება ეყრდნობა შეთქმულების თეორიას“ და იმოწმებს რაღაც წარმოსახვით „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც ფინანსდება ამერიკული სამხედრო მრეწველობის მაგნატების, ჯორჯ სოროსისა და დასავლელი ნეოლიბერალების მიერ, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი. „ქართული ოცნება“ მათ მსოფლიოს მასშტაბით რევოლუციის გაჩაღებისა და საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მსგავსი იდეები საკმაოდ ჰგავს ანტისემიტიზმს, თუმცა საქართველოში ანტისემიტიზმის არასდროს შემჩნეული არ ყოფილა და პრაქტიკულად, ანტიებრაელური ტრადიციები არ არსებობს. სამაგიეროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოირჩევა სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური ხედვებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ჩამოშორებაში დასავლეთის სახელმწიფოებისაგან. სწორედ ეკლესია მონაწილეობდა „ლგბტ“ საზოგადოების წევრებისა და „პრაიდის“ აღლუმის მონაწილეთა დევნაში.
მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნების“ მესვეურთა საქმიანობა აშკარად რუსეთის გავლენის ქვეშ მოიაზრება. პარტია ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და მას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს – რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენი. კითხვა – ასრულებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მითითებებს თუ იგი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თვითონ სურს – ჯერ-ჯერობით ღიად რჩება.
არჩევნები, ოპოზიცია და ბიზნესი
გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას „ქართული ოცნების“ დეპუტატები შეადგენდნენ, რიგი კანონები მიიღო, რომლებსაც ოპოზიციონერები „რუსულ კანონებს“ უწოდებენ – იმიტომ, რომ ისინი იმეორებენ კრემლის მიერ მიღებული კანონების დეპულებებს, რომელთა დახმარებით ვლადიმერ პუტინმა რუსული სამოქალაქო საზოგადოება დაანგრია და რეჟიმის ძალაუფლება გაზარდა. ოქტომბრის ბოლოს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში“ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა – ხმების 54%-ით. თუმცა ბევრმა დასავლელმა დამკვირვებელმა ეჭვი შეიტანა ცესკოს მიერ დამტკიცებულ მონაცემებში და შედეგები გაყალბებულად მიიჩნია. ოპოზიციურად განწყობილი ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ და არჩევნების განმეორებით ჩატარება მოითხოვეს, თუმცა ცოტა ხნის სემდეგ საპროტესტო მუხტი განელდა. ნოემრის ბოლოს აქციები ისევ განახლდა – მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს. ამ გადაწყვეტილებამ ევროპული ორიენტაციის მქონე მრავალი ქართველის რისხვა გამოიწვია.
დასუსტებულმა და დაშლილმა ოპოზიციამ მოახერხა ძალების მოკრება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩარევის წყალობით, რომელიც ანტისამთავრობო აქციების ფაქტიური ლიდერი აღმოჩნდა. მას თავისი უფლებაოსილების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა არ აღიარებს ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. სალომე ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ამიტომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები განმეორებით უნდა განხორციელდეს.
ამჟამად საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები თითქმის ყოველდღიურად იმართება და მასში სტუდენტური ახალგაზრდობა აქტიურობს. რაც შეეხება ფაბრიკა-ქარხნბის და დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეებს, აქციებში ისინი ბევრად ნაკლებად მონაწილეობენ. ამასთან ბიზნესის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ავტორიტეტული ბანკირები, „ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოვიდნენ – ისინი თვლიან, რომ დასავლური ფინანსური ბაზრებიდან დაშორება ქართული ბიზნესისათვის მავნე და წამგებიანია.
მთავრობა აქციის მონაწილეებს დაპატიმრებებითა და ძალადობით პასუხობს, ხშირად ჟურნალისტების წინააღმდეგაც.
სავარაუდო სცენარები: რა იქნება ხვალ?
მოვლენების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, არსებობს სამი სავარაუდო სცენარი.
პირველი – მთავრობამ შეიძლება კრიზისი გადაიტანოს და ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს. აკონტროლებს რა საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სასამართლოებს, ასევე ძალოვან სტრუქტურებს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო მტკიცედ მოაქცევს ძალაუფლებას საკუთარ ხელში, დემოკრატიული თავისუფლებები შეიზღუდება. დასავლეთის კრიტიკა და სანქციები მაინცდამაინც დიდ შედეგს არ მოიტანს – ისევე როგორც ბელარუსში, სადაც ალექსანდრე ლუკაშენკომ მასობრივი გამოსვლები ჩაახშო.
მეორე – ქვეყანაში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს. საქართველოში მსგავსი მოვლენები უკვე მოხდა 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელიც დასრულდა ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებით მოსკოვიდან (იგი ადრე საბჭოთა საქართველოს ლიდერი იყო). თუ საქართველოში სამოქალაქო შეიარაღებული დაპირისპირება მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა თავისი „მშვიდობისმყოფლები“ შეიყვანოს.
მესამე სცენარის თანახმად, ქვეყნის პროდასავლური, დემოკრატიულად განწყობილი მოსახლეობა გამარჯვებას მიაღწევს. საქართველოში ამის პრეცედენტიც არსებობს: 2003 წელს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის 11-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა. არ არის კიდევ ერთი მსგავსი რევოლუცია მოხდეს და თუ ასე განვითარდება მოვლენები, მაშინ იმედია არჩევნები ისევ ცატარდება და ქვეყნა პროევროპულ გზას დაუბრუნდება. ამ შემთხვევაში დემოკრატიულ ოპოზიციას მასობრიობა დაჭირდება – მუშა-მოსამსახურეები და მემარცხენე ძალები. თუმცა საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დემოკრატიული ოპოზიციის პერსპექტივას შანსები არ აქვს.