
საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი -საგარეო უწყება
131
0
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო გულითადად ულოცავს უკრაინის ხალხს, მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია განცხადებაში.