საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო – სალომე ზურაბიშვილი
1.01K
0
საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო, ერთად აღვნიშნეთ 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია”.
„საპროტესტო აქციების 34-ე ღამე 200 000-ზე მეტი დემონსტრანტისთვის სიხარულის, სოლიდარობისა და იმედის ღამე იყო. ერთად აღვნიშნეთ (ქართულ სტილში, კილომეტრის სიგრძის სუფრის გარშემო) 2025 წელი, როგორც ახალი არჩევნების წელი. თვითორგანიზებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია“, – წერს ზურაბიშვილი.