1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ

საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ

44
0

ერფან სოლტანი სიკვდილით არ დაუსჯიათ, – ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ქვეყნის სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, სასამართლო ხელისუფლება ადასტურებს, რომ 26 წლის აქტივისტი დემონსტრაციის დროს დააკავეს, თუმცა მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ.

მათივე ინფორმაციით, სოლტანი, რომელიც ამჟამად კარაჯის ცენტრალური სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, ბრალდებულია „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა და პროპაგანდისტულ საქმიანობაში”.

ცნობისთვის, 14 იანვარს მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის, შესაძლოა, სიკვდილით დაესაჯათ მომიტინგე ერფან სოლტანი. ოჯახის წევრების თქმით, სოლტანის სასიკვდილო განაჩენი ორ დღეში გამოუტანეს. აღნიშნულ ცნობებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, შეატყობინეს, რომ ირანში სიკვდილით დასჯა შეჩერებულია. ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ აშშ-ის სამხედრო ქმედება ირანში აღარ იგეგმება, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის გეგმები არ აქვს.