
საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს – კახა კალაძე რობინ დანიგანზე
საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რისთვისაც მზაობა ორმხრივი უნდა იყოს.
„საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს კი ორმხრივი უნდა იყოს. აღნიშნულ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადმინისტრაციას, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პრიორიტეტები დასახული – „დიფ სთეითის“ დამარცხება, ომის დასრულება, რასაც მივესალმებით და ვგულშემატკივრობთ მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.