1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა”-ჭიჭინაძე
“სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა”-ჭიჭინაძე

“სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა”-ჭიჭინაძე

156
0

სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ ქვეყანა ძარცვონ.

„თავი სამყაროს ღმერთებად გამოგვიცხადეს, საქართველო კი თავიანთ ნადავლად აქციეს. ხელისუფლებაშიც ხომ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ეს ქვეყანა ძარცვონ და დაინაწილონ. თუ დასავლეთი ჯერ კიდევ ელოდება, რომ კობახიძე-ივანიშვილის „ოცნებაში” კეთილშობილება გაიღვიძებს, გამორიცხულია, ეს არ მოხდება!

ასე რომ, თუ ყველა ერთად არ დავირაზმებით, უსამართლობის პრობლემა ყველასთან მოვა, არავის დატოვებს. ბოლოს ყველას დაგვიჭერენ, ყველას, დაგვსჯიან, ვისი განსხვავებული აზრიც არ მოეწონებათ, მაგრამ სანამ პოლიტიკაში მხოლოდ საკუთარი სარგებლის ძებნა და კულუარული გარიგებები არ დასრულდება, ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს