1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას”- მეუფე ნიკოლოზი
“სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას”- მეუფე ნიკოლოზი

“სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას”- მეუფე ნიკოლოზი

165
0

“ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! ეგ საკითხი დღის წესრიგში არასდროს დადგება!”, – ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, იყო თუ არა სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სანამ პატრიარქი პატრიარქია, თვითონ ჩაატარებს ყოველთვის სინოდის სხდომას.

“თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი – ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.