
სამწუხაროდ, არ არსებობს “ქართული ოცნების” ალტერნატივა – ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – მიხეილ ყაველაშვილი
“არ არსებობს “ქართული ოცნების” ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრულ და ძლიერი პარტია არის “ქართული ოცნება.”
“დარწმუნებით ვსაუბრობ, რომ ეს ხელოვნური პროცესია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ამჟამად მიმდინარეობს – დაძაბულობის შემოტანა. ამომრჩეველზე მაქვს სწორება, საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა. რა თქმა უნდა, მომხრეები ყველას ჰყავს, მით უმეტეს, “ქართულ ოცნებას”, მაგრამ არსებობენ ადამიანი, რომლებიც შეიძლება “ქართულ ოცნებას” რაიმე სახით არ გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ნეიტრალურად და სამართლიანად აფასებდნენ მოვლენებს საკუთარი სახელმწიფოს კეთილდღეობის კუთხით. საქართველოს მოქალაქემ როგორ უნდა შეაფასოს მოვლენები, დავიწყეთ სახელმწიფოთი და კონსტიტუციით და მისი პატივისცემით, შემდეგ არჩევნებთან მივედით და რას წარმოადგენს არჩევნები? მოქალაქისთვის არის შეთავაზებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მართონ ქვეყანა, რას აწვდიან სხვადასხვა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, თავისუფალ არჩევანში მას აქვს სრული უფლება, აირჩიოს ვინც უნდა. ეს წარმოდგენილი რეალობა, რომელიც დღეს არის, თამამად შემიძლია ვთქვა და ფაქტებზე ვსაუბრობ, ერთადერთი გაწონასწორებული, თანმიმდევრული, ძლიერი პარტია არის “ქართული ოცნება”. მიუხედავად იმისა, რომ შიდაპარტიული ცვლილებები ხორციელდება, იცვლებიან სახეები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის და ა.შ. ერთადერთი პარტია, რომელიც ითვალისწინებს საკუთარი ამომრჩევლის, ხალხის აზრს, შეცდომის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ თანმიმდევრულია თავის ხედვებში და აწვდის რეალურ ინფორმაციას საზოგადოებას და ამიტომაც, მას არ ჰყავს ალტერნატივა, ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს “ქართული ოცნების” ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება”, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.