1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა ჯაშუშური ქმედებები გამოავლინეს, ლუქსემბურგის ხელმძღვანელობამ კი ეს ფაქტი წარმოაჩინა -თენგიზ შარმანაშვილი
სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა ჯაშუშური ქმედებები გამოავლინეს, ლუქსემბურგის ხელმძღვანელობამ კი ეს ფაქტი წარმოაჩინა -თენგიზ შარმანაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა ჯაშუშური ქმედებები გამოავლინეს, ლუქსემბურგის ხელმძღვანელობამ კი ეს ფაქტი წარმოაჩინა -თენგიზ შარმანაშვილი

62
0

სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა ჯაშუშური ქმედებები გამოავლინეს, ლუქსემბურგის ხელმძღვანელობამ კი ეს ფაქტი წარმოაჩინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ევროკავშირის ხელმძღვანელობის დარწმუნება, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაა არ მოეცათ.

„სიახლე ამაში არაფერი არ არის, ეს არის იმ მოღალატეობრივი საქციელის გაგრძელება. კარგია, რომ ეს ლუქსემბურგის ხელმძღვანელობამ აღიარა და ეს ფაქტი წარმოაჩინა. ისინი წლების განმავლობაში დადიოდნენ ევროკავშირის ხელმძღვანელებთან და არწმუნებდნენ მათ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მოეცათ. არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი და ეს ამის გაგრძელებაა. ასეთი ჯაშუშური ქმედებები გამოავლინა სალომე ზურაბიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამეინახეებმა. ამ ხალხის მოქმედების არსი კიდევ ერთხელ ყველასთვის ნათელი გახდა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა: „ გვთხოვეს, არ ვაღიაროთ არჩევნები, თხოვნა იყო პრეზიდენტისგანაც, ვისურვებდი ანგარიშის ნახვას, იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, ეს თუ ქართველი ხალხის ნებაა, პატივი უნდა ვცეთ“.