“საინტერესოა, საზოგადოებას მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას ეტყვის”- მამუკა მდინარაძე
დღეს დღეს კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმ მოქმედების, რომელიც მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჩაიდინა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დადასტურდა, რომ ტყუილი იყო გიორგი გახარიას განცხადებები, თითქოს უკანონოდ მოხდა ნიკა მელიას დაკავება.
„მრავალი რაიონის, მრავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გახარიას პარტია, რომელიც არის „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში, საუბრობს იმაზე, რომ რაღაც სხვა ალიანსები არსებობს. თვითონ არიან კოალიციაში, სხვა ალიანსებზე საუბრობენ. საინტერესოა, საზოგადოებას მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას ეტყვის იმაზე, რაც საერთო ნარატივი იყო მაშინ, თითქოს უკანონო დაკავება იყო მელიასი, სიმართლის მღაღადებელმა გახარიამ ამიტომ მიატოვა საკუთარი გუნდი. ტყუილია მისი განცხადებაც, მისი გადადგომაც, ყველაფერი სპეკულაციური იყო. დღეს კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმ მოქმედების, რაც მაშინ მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ ჩაიდინა და ალბათ საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სწორ დასკვნას გააკეთებს ამ გადაწყვეტილების შემდეგ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.