1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საფრანგეთში პოპულარობით მეორე ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პარტიის გაუქმებას, ტრამპს 561 წლით პატიმრობით ემუქრებოდნენ, ამაზეა ნათქვამი, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე-შალვა პაპუაშვილი
საფრანგეთში პოპულარობით მეორე ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პარტიის გაუქმებას, ტრამპს 561 წლით პატიმრობით ემუქრებოდნენ, ამაზეა ნათქვამი, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე-შალვა პაპუაშვილი

საფრანგეთში პოპულარობით მეორე ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პარტიის გაუქმებას, ტრამპს 561 წლით პატიმრობით ემუქრებოდნენ, ამაზეა ნათქვამი, საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე-შალვა პაპუაშვილი

240
0

საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას, ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“, – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პროკურორებმა მოითხოვეს, მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნონ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, მიესაჯოს პატიმრობა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საჯარო თანამდებობაზე კენჭისყრა აეკრძალოს.

ამასთან, ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის ასზე მეტმა დეპუტატმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.

ამავდროულად, „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობის დატოვებას ტრამპის ინაუგურაციამდე აპირებს.