1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს
საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს

საფრანგეთის პარლამენტში დღეს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს

55
0

საფრანგეთის პარლამენტი ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანებისა“ და მემარცხენე „ახალი სახალხო ფრონტის“ მიერ ინიცირებულ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყრის კენჭს.

ხმის მიცემა 19:00 საათზეა დაგეგმილი. უნდობლობის გამოსაცხადებლად 289 ხმაა საჭირო, ამ შემთხვევაში მიშელ ბარნიეს მთავრობას გადადგომა მოუწევს. მემარცხენე კოალიცია და ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტი ამბობენ, რომ ხმას მთავრობის წინააღმდეგ მისცემენ, ეს ორი ოპოზიციური პარტია კი, პარლამენტში უმრავლესობას ფლობს.

პარლამენტი ბარნიეს თუ გადააყენებს, ეს იქნება 1962 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს.