1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სადაც გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე
სადაც გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

სადაც გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

272
0

მიხეილ სააკაშვილის წყალობით დარჩა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა [მიხეილ სააკაშვილის] შეწყალების აქტი გამოსცეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სადაც პრეზიდენტმა პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია შეიწყალა, არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „არ გაუჭირდება“.

„მიხეილ სააკაშვილის წყალობით დარჩა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. ამაში რა არის გასაკვირი? სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? აქაც შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მათ შორის ევროპელი ლიდერებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატისა თუ დიპლომატისა, რომელიც უხეშად, პირდაპირ ერეოდა ქართულ მართლმსაჯულებაში იმით, რომ ქალბატონ სალომეს უბიძგებდნენ, შეეწყალებინა ნიკა გვარამია. გვახსოვს, შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული „ტვიტები“ და განცხადებები, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა თანამდებობის პირისგან და ევროკავშირისგან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა ვიცი, ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა ამით? პირიქით, ვხედავთ აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ გადასულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ტერორზე. შესაბამისად, აქაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა: როგორც კი ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში და პოლიტიკაში ჩარევა, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიასა და ქართველ ხალხს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუსტად ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩართული. გახსოვთ, ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი. სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა საერთოდ არაფერი არ იცის და შემდეგ, პოსტფაქტუმ იღებს გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.