1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მოკლე სია ცნობილია
საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მოკლე სია ცნობილია

საბავშვო ლიტერატურული პრემია “ნაკადულის” მოკლე სია ცნობილია

149
0

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“ მესამედ იმართება.

პრემიის მოკლე სიაში ჟიურის გადაწყვეტილებით 18 წიგნი მოხვდა:

საუკეთესო პროზაული წიგნი

„ბებე მაწანწალების უფლისწული“ – ავტორი თამრი ფხაკაძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)

„ბებოს ბავშვი დაუტოვეს“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „შემეცნება“)

„ამბები კატა კოტოსი“ – ავტორი ვასო გულეური (გამომცემლობა „პალიტრა L“)

საუკეთესო პოეტური წიგნი

„კარგად ყოფნის წესები“ – ავტორი თუთა ჯგუშია (გამომცემლობა „პალიტრა L“) „ანბან-ანგელოზები“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

„ნახევარქათამა“ – ილუსტრატორი ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“) „მოკლე კატოს თავგადასავალი“ – ილუსტრატორი თათია ნადარეიშვილი („სულაკაურის გამომცემლობა“) „ბახტრიონი“ – ილუსტრატორი სოფო კირთაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“) „ამირანი“ – ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“) „მზის ასული“ – ილუსტრატორი სალომე ჯოხაძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“)

საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნი

„ბახტრიონი“ – ავტორი ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „არტანუჯი“) „პატარა ბობოს ამბავი“ – ავტორი ირმა მალაციძე (გამომცემლობა „შემეცნება“) „ანბან-ანგელოზები“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე (გამომცემლობა „პალიტრა L“)

გამარჯვებულებს პროექტის ფარგლებში შერჩეული ხუთწევრიანი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ჯილდო და 2500 ლარიანი პრემია.

დაჯილდოების ცერემონიალი 14 დეკემბერს, 17:00 საათზე ვაკის მედიათეკაში გაიმართება.

პრემიის მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

პრემია „ნაკადული“, იუნესკოს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ ორგანიზებული თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაარსდა 2021 წელს.

 

პრემიის სახელი ერთ-ერთ პირველ, ლეგენდარულ ქართულ საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“ უკავშირდება, რომელიც 1904-1927 წლებში გამოიცემოდა და მასთან თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, შიო მღვიმელი, ლეო ქიაჩელი, ეკატერინე გაბაშვილი და სხვები.