1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა
საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა

საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში სავალდებულო გენდერული კვოტირება გაუქმდა

150
0

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივა მესამე მოსმენით 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტის გათვალისწინებას მოითხოვს.

პირველი მოსმენა გუშინ, მეორე და მესამე მოსმენა კი დღეს გაიმართა.