1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია – „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია, რომელიც უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია – შალვა პაპუაშვილი
საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია – „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია, რომელიც უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია – შალვა პაპუაშვილი

საარჩევნო შტაბზე „ნაცი“ „ტიტუშკების“ თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია – „მოძალადე მედია“ ახალი ფენომენია, რომელიც უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია – შალვა პაპუაშვილი

114
0

თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ამ პროცესში ჩართულია გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმებიც.

„თბილისის საარჩევნო შტაბზე ნაცი ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა.

ამ პროცესში, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატის მიერ წაქეზებული ექსტრემისტი ჯგუფების გარდა, ჩართული ჰყავთ გარედან დაფინანსებული პროპაგანდისტული პლატფორმები, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაფინანსებული „ნეტგაზეთი”, რომელიც არა მარტო ძალადობის პროპაგანდას უზრუნველყოფს, არამედ თავადვე აორგანიზებს ძალადობრივ თავდასხმას „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბზე.

მიკერძოებული, პარტიული, ყვითელი, ყველანაირი მედია გვინახავს, მაგრამ “მოძალადე მედია” ის ახალი ფენომენია, რომელიც, რუანდის “ათასი ბორცვის რადიოს” მაგალითზე, უცხოელი დონორების შექმნილი პროდუქტია“, – წერს პაპუაშვილი.