1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია”-მამუკა მდინარაძე
“სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია”-მამუკა მდინარაძე

“სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია”-მამუკა მდინარაძე

165
0

სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის თაობაზე მმართველი გუნდი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს.

„ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობ იმაზე, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ფაქტებს ვიშველიებთ. შემთხვევითი არ არის და ამ განცხადებასთან თანხვედრაში შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ომის ხალხი არ არის, მიხეილ სააკაშვილი კი ამას გააკეთებდა. დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ის, რაც მოუწოდა. ეს ერთმანეთთან კორელაციაში, სინთეზში უნდა განვიხილოთ. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით და საქართველოს არევის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს, ჩვენ ყველა განცხადებას, იმის გამო, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ამ კონტექსტში განვიხილავთ“, – აცხადებს მდინარაძე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში. სწორედ – ახლა არის ამ კეთილი ნაბიჯის გადადგმის დრო“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას უკრაინის პრეზიდენტმა.