1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა”-მარია ზახაროვა
“სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა”-მარია ზახაროვა

“სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა”-მარია ზახაროვა

268
0

ბაიდენის დღევანდელი კადრების ხილვისას მის ხელქვეით ზელენსკისთან კიევში, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამარხზე დაწერა.

„შოუს „შუშის მიღმა სააკაშვილთან ერთად“ ისტრია სულ უფრო საინტერესო ხდება. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ არ შეუძლია საწოლამდე მისვლა მიშიკოს. თუმცა, უცნობია, როგორ მოხვდა ის „სიენენის“ ხელში. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველა თვალსაზრისით დასავლეთის მიერ დამუშავებული მასალაა (ამასთან ორჯერ. მეორედ – უკრაინაში). ვინც თავის დროზე მასში ჩადო, ზუსტად მან ჩარეცხა.

მაშ, ვინ ლობირებს მას? პასუხი აშშ-დან მოვიდა (ვის უკვირს). „როიტერმა“ გამოაქვეყნა საკუთარი გამოძიება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. აღმოჩნდა, რომ მიშიკოს ინტერესებს უკვე დიდი ხანია, ატარებს ამერიკული ლობისტური ჯგუფი „აკერმანი“, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი მასიმო დი ანჯელოა, რომელიც, სრულიად შემთხვევით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია. სააკაშვილი იხდის, რათა მის შესახებ დასავლეთში არ დაივიწყონ. როდესაც დეტალები გამოირკვა, ქართველმა ჟურნალისტებმა მაშინვე დაიწყეს მიშიკოს შესახებ დოსიეს შესწავლა. მათ გაარკვიეს, რომ სააკაშვილმა უკვე დახარჯა თითქმის მილიონი დოლარი იმაზე, რომ ის გაიყვანონ თბილისიდან, გადაარჩინონ მადლიერი თანამემამულეების მართლმსაჯულებისგან. და პიკანტური დეტალი! – ირკვევა, რომ სააკაშვილის ადვოკატები არღვევენ ამერიკულ კანონმდებლობას უცხოელი აგენტების შესახებ, არ ატყობინებენ  დადგენილ ვადებში უცხოური დაფინანსების შესახებ.

სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა – დაწყევლილები საკუთარი ხალხის მიერ, არავისთვის საჭირონი, იძულებული არიან, უხვად დახარჯონ საკუთარი ქვეყნის გაყიდვით ამერიკაში გამომუშავებული ფული ისევ ამერიკელ ადვოკატებზე. ბაიდენის დღევანდელი კადრების ხილვისას მის ხელქვეით ზელენსკისთან კიევში, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“, – წერს მარია ზახაროვა.