1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსულმა ძალებმა ხარკოვი S-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ხარკოვი S-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვი S-300-ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს

507
0

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ხარკოვი S-300-ის ტიპის საზენიტო რაკეტებით დაბომბეს.  ინფორმაციას  uniani  ავრცელებს. 

 

S-300 საჰაერო მიზნების გასანადგურებლად გამოიყენება, მაგრამ რაკეტების დეფიციტის გამო რუსებმა სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ მათი გამოყენება დაიწყეს.  ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

სარაკეტო იერიშის შედეგად ერთ-ერთი საწარმოს შენობა დაზიანდა., ასევე გაჩნდა 7 და 8 მეტრის სიღრმის ორმოები. რუსულმა ძალებმა რაკეტები ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან გაუშვეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამჟამად რუსული ძალები ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით უტევენ და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ამასთანავე, სამხედრო ექსპერტს ოლეგ ჟდანოვს მიაჩნია, რომ დონბასის მიმართულებას რუსები ყალბი დარტყმისთვის გამოიყენებენ, ხოლო ძირითად შეტევას  სამხრეთ მიმართულებაზე, კრივოი როგის და ხერსონის ოლქებში ამზადებენ., მათ იქ ამისთვის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები გადაისროლეს, რომლებსაც, როგორც წესი, შეიარაღებული ძალების მეთაურობა შეტევისთვის იყენებს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ მომდევნო დღეებში ხარკოვზე სარაკეტო იერიშები უფრო ინტენსიური გახდება.