1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსული მთავრობის” პრემიერი ღარიბაშვილი პუტინის მეგობარ ფაშინიანთან ერთად “რუსული ფორუმის” თანამომხსენებელი იყო – დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებში შეიღებება -ქართველიშვილი
“რუსული მთავრობის” პრემიერი ღარიბაშვილი პუტინის მეგობარ ფაშინიანთან ერთად “რუსული ფორუმის” თანამომხსენებელი იყო –  დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებში შეიღებება -ქართველიშვილი

“რუსული მთავრობის” პრემიერი ღარიბაშვილი პუტინის მეგობარ ფაშინიანთან ერთად “რუსული ფორუმის” თანამომხსენებელი იყო – დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებში შეიღებება -ქართველიშვილი

218
0

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პარიზში მიმდინარე „მშვიდობის ფორუმს“ გამოეხმაურა.

ქართველიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

მისივე თქმით, „პარიზის “რუსულ ფორუმს” ასევე ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები ესწრებიან, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს“.

„ქართული მეხუთე კოლონის რიგებში მიმდინარე პოლიტიკური გლოვის დღეებმა კინაღამ ჩვენი ყურადღების მიღმა დატოვა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. დღეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განთავისუფლებულ პარიზში ზარ-ზეიმით შეხვდნენ, იქ მიმდინარე „რუსულ ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩასულ „რუსული ოცნების” ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული „რუსული მთავრობის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერი ღარიბაშვილი „რუსული ზეგავლენის” ქვეშ მყოფ ОДКБ-ს წევრი-სომხეთის „პუტინის მეგობარ“ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად დღეს ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ “რუსულ პლატფორმაზე” მთავარი თანამომხსენებელი იყო.

საუბრის თემა: “პუტინის სამხრეთ კავკასიაში” მიმდინარე დასავლური ინტეგრაციის პირობებში სამშვიდობო რეგიონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ასევე „რუსული ოცნებისთვის“ „რუსული სტატუსის“ მინიჭების თაობაზე ბრიუსელის Государственная дума-ს ფილიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პარიზის „რუსულ ფორუმს“ ასევე ესწრებიან ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს. „რუსული ფორუმის“ აღსანიშნავად, დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერებში შეიღებება. მართალია, იგივე ფერებია, რაც საფრანგეთის დროშას აქვს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად „რუსულია“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.