1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთში 5100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული
რუსეთში 5100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული

რუსეთში 5100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული

328
0

უკრაინის პრეზიდენტის ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში კომისარმა, დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ ​რუსეთში 5100 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული და შესაბამის ფაქტებზე განაცხადების მიღება ყოველდღიურად ხდება.

„ეს არის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს მონაცემები, რომელიც უკრაინაში ფუნქციონირებს და ეს არის სწორედ ის ორგანო, რომელსაც ადამიანები მიმართავენ და ბავშვების დეპორტაციის ან მათი გადასახლების შესახებ ფაქტებს აწვდიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს 5100 ბავშვის დეპორტაციასა და გადასახლებაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ განცხადებების მიიღება ყოველდღიურად გრძელდება“, – განაცხადა გერასიმჩუკმა.

მან ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, შესაბამისი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ბიუროს მიმართონ, რადგან სიები შემდგომ ,,წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა,, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემა – ისინი უკრაინას ამ ბავშვების პოვნაში დაეხმარებიან.

კომისრის თქმით, დღესდღეობით ბავშვების დაბრუნების 46 შემთხვევაა დაფიქსირებული.