1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

94
0

რუსეთი არ არის მზად, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პირობებით განაახლოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, რუსეთის მიერ „აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია”.

„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი ინარჩუნებს სააკაშვილის რეჟიმის პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების განახლება დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან. ეს მოთხოვნა საზიანო და არარეალისტურია თავად საქართველოსთვის. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია. მიუხედავად ამისა, რუსეთი ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის იმ დონემდე, რამდენადაც თავად თბილისს სურს ეს. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ ყველაფრით სხვებზე მეტად უნდა იყოს დაინტერესებული”, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.