1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს – კაია კალასი
რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს – კაია კალასი

რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს – კაია კალასი

55
0

რუსეთმა მკვლელობები უნდა შეწყვიტოს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.

„როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზას ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარგანზრახულ არჩევანს წარმოადგენს, ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით“, – წერს კაია კალასი X-ზე.

კიევზე რუსული ძალების თავდასხმას გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.

„შოკირებული ვარ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მორიგი სარაკეტო დარტყმების გამო. ჩემი ფიქრები უკრაინელ დაშავებულებთან და ასევე, უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებთანაა, რომელთა შენობაც რუსეთის წინასწარგანზრახული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ევროკავშირს ვერ დააშინებენ“, – აცხადებს ანტონიო კოშტა.

შეგახსენებთ, რუსებმა 28 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ბოლო ინფორმაციით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად კიევში, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.