1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთმა ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა  ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემზე ძებნა გამოაცხადა

118
0

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გრეჰემი გასულ კვირას კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადების გამო, მოსკოვმა ამერიკელი სენატორი რუსების მკვლელობის შექებაში დაადანაშაულა.

მედიის ინფორმაციით, ლინდსი გრეჰემმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება „საუკეთესო ფული იყო“ რაც კი ოდესმე დაუხარჯავთ. ამერიკელმა სენატორმა ხაზი გაუსვა, რომ იყო დრო, როდესაც ამერიკაშიც იგივე ხდებოდა.

„ბოლო ადამიანამდე ვიბრძოდით, თავისუფლება ან სიკვდილი“,- აღნიშნა გრეჰემმა. “ახლა თავისუფალი ხართ და ჩვენც ვიქნებით”, – უპასუხა ზელენსკიმ ამერიკელ სენატორს. „და რუსები კვდებიან”, – აღნიშნა გრეჰემმა. „დიახ, მაგრამ ისინი შემოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ მათ ტერიტორიაზე არ ვიბრძვით“, – დაამატა ზელენსკიმ.