1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ   დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

167
0

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.